კალკულაციების მენეჯერი

  • მდებარეობა:
  • ანაზღაურება:
    შეთანხმებით / თვე
  • გრაფიკი:
    სრული განაკვეთი
  • გამოქვეყნებულია
    3 თვის წინ
  • კატეგორია:
    ხელმძღვანელები - ტოპ მენეჯმენტი
  • დასასრული:
    ოქტომბერი 31, 2018
  • ენები:
    ინგლისური, ქართული, რუსული

კომპანია ”გამომცემლობა კოლორი” აცხადებს ვაკანსიას კალკულაციების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს,  კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა და მიღებული შეკვეთების ფასების დაანგარიშება;
  • გაყიდვების სამსახურიდან მიღებულ პოტენციურ  შეკვეთებზე ფასის ოპერატიული  გაანგარიშება და მისი მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეკვეთის გაფორმება და წარმოებისთვის შეკვეთის ფორმის მიწოდება;
  • მიმდინარე საქმეების მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელისადმი წინასწარ შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
  • საოფისე პროგრამების, კერძოდ ექსელის კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონეზე ან მეტი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ყურადღება მიენიჭება შინაგან მოტივაციას აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;
  • პოლიგრაფიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პოზიტიური განწყობა;
  • სერიოზული მოტივაცია განვითარებისათვის;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ტექნიკური უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • აქტიური მსმენელი და შესაბამისად აქტიური კომუნიკატორი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარები.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 შაბათის ჩათვლით

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20

ვაკანტური ადგილები: 1

ანაზღაურება: შეთანხმებით

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე e.mtiulishvili@color.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 სექტემბერი

 

გისურვებთ წარმატებას!

მდებარეობა

რეზიუმეს გაგზავნა ვაკანსიის შენახვა